Dear, partners! We are happy to inform you, that we have started active testing process of our new platform version "DoAffiliate 2.0". We invite you to try it. Please take in mind, that this is still beta version and if you have noticed some bugs, please inform us. We wish you a good journey in our
beta DoAffiliate.NET


AdBlocker plugin was detected on your browser. Disable it, to view this site.



Phone: +371 20444664
E-mail: info@doaffiliate.net
?

კითხვა-პასუხი

საპარტნიორო მარკეტინგი წარმოადგენს ინტერნეტ-პლატფორმას, სადაც კომპანია თითოეული ტრანზაქციისთვის (პროდუქციის ან სერვისის გაყიდვისთვის) პარტნიორს უხდის საკომისიოს. ეს ნიშნავს იმას, რომ საპარტნიორო მარკეტინგში მონაწილეობის მისაღებად არ არის აუცილებელი პარტნიორს ჰქონდეს საკუთარი პროდუქცია, რადგან მას შეუძლია იმუშაოს სხვა კომპანიების მიერ შექმნილ პროდუქციასთან და სერვისებთან.

საპარტნიორო ბმული წარმოადგენს უნიკალურ URL მისამართს, რომელიც უზრუნველყოფს პარტნიორის ტრანზაქციის და შედეგის ჩაწერას. პარტნიორის ბმულები და ბანერები პარტნიორის ბმულებით, რომლებსაც პარტნიორი ათავსებს საკუთარ ვებსაიტზე, მოცემულია პარტნიორის პროფილის გვერდზე, განყოფილებაში „საპარტნიორო პროგრამები“.

იმისათვის, რომ გახდეთ პარტნიორი, აუცილებელია გაერკვეთ საპარტნიორო მარკეტინგის საფუძვლებში. რეკომენდებულია, თუმცა არ არის აუცილებელი, გქონდეთ საკუთარი ვებსაიტი, სადაც განათავსებთ პარტნიორის ბმულებს. აუცილებელია გქონდეთ საბანკო ანგარიში, რომელზეც გადმოგირიცხავთ მოგებულ საკომისიოს.

თითქმის ყველას შეუძლია გააკეთოს განაცხადი  საპარტნიორო მარკეტინგის პროგრამაში მონაწილეობაზე: ფიზიკურ პირებს, თვითდასაქმებულებს და იურიდიულ პირებს.

1. დარეგისტრირდით ჩვენს საპარტნიორო პროგრამაში;
2. დადასტურების და პაროლის მიღების შემდეგ, გადადით თქვენი საპარტნიორო ანგარიშის გვერდზე და შეისწავლეთ ყველა ოფცია;
3. საპარტნიორო ბმულით, რომელიც მოცემულია თქვენი ანგარიშის გვერდზე, მოიზიდეთ ვიზიტორები;
4. მიიღეთ საკომისიო თითოეული ახალი მოზიდული კლიენტისთვის.

პარტნიორის ანგარიშის გვერდზე, თუ აირჩევთ განყოფილებას „ანგარიშები“, დაინახავთ ყველა ტრანზაქციას, რომელიც შესრულდა თქვენი საპარტნიორო ბმულის მეშვეობით. ტრანზაქციები ავტომატურად იწერება „ქუქი-ფაილებით მიდევნების“ მონაცემების საფუძველზე, რომლებიც ინახება კლიენტის კომპიუტერში.

თვეში ერთხელ ხდება ყველა ტრანზაქციის შეჯამება და გადასახდელი საკომისიოს გაანგარიშება. ბოლო თვის საკომისიოს გადახდა წარმოებს მიმდინარე თვის 20 რიცხვამდე, პარტნიორის საბანკო ანგარიშზე. მინიმალური გადასახდელი თანხაა 70 ევრო, თუ პარტნიორი საკუთარი პროფილის გვერდზე არ მიუთითებს სხვა თანხას.

შეგიძლიათ განათავსოთ სარეკლამო მასალები მხოლოდ იმ საიტებზე, რომლებსაც ფლობთ ან მართავთ. აკრძალულია რეკლამის გამოქვეყნება მოცემულ ქვეყანაში არსებული სარეკლამო კანონმდებლობის დარღვევით. თითოეული კამპანიის გვერდით მოყვანილია ინფორმაცია რეკლამის დაშვებული და აკრძალული მეთოდების შესახებ.

54.81.108.205